კიეზა შეიძლება კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

“იუვენტუსის” 26 წლის შემტევი ფედერიკო კიეზა შეიძლება “ნაპოლიში” ს თანაგუნდელი გახდეს.
“რეპუბლიკას” ცნობით, კიეზას “იუვენტუსთან” კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ნეაპოლური კლუბი მზადაა 30 მილიონი ევრო გადაიხადოს და მომავალ კვირაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. მისი სამსახურით აგრეთვე “რომაა” დაინტერესებული.
კიეზამ გასულ სეზონში სერია A-ს 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.