კიევში 70-ს გადააჭარბა რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა

უკრაინის დედაქალაქში გრძელდება სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ს მასირებული შეტევის შემდეგ, რომელმაც სულ მცირე 9 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ იჰორ კლიმენკოს ტელეგრამ-არხზე დილის ცხრის ნახევრისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციით, კიევში დაშავებულთა რიცხვმა 70-ს გადააჭარბა.
მინისტრის თანახმად, ს სვიატოშინსკის რაიონში მაშველები განაგრძობენ განადგურებული სახლის ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას. დაკარგულებს შორის ორი ბავშვია.
კლიმენკოს ცნობით, ღამის განმავლობაში რაკეტებით და დრონებით მასირებული, კომბინირებული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ კიევი და კიევის ოლქი და ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვის, პოლტავის, ხმელნიცკის, სუმის და ზაპოროჟიეს ოლქები, სადაც ხანძრის 40-მდე კერაა ლიკვიდირებული.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის თანახმად, ყველაზე მეტად დაზარლდა კიევი, სადაც ნგრევის და ხანძრების 13 კერა იყო.
კლიმენკოს ინფორმაციით, ჟიტომირის ოლქში ხანძრის ქრობისას რუსეთის ჯარების მხრიდან განმეორებითი დარტყმის შედეგად 39 წლის მაშველი დაიჭრა.
უკრაინის რეგიონების საოლქო ადმინისტრაციების მიერ დილის ათ საათამდე გამოქვეყნებული მონაცემებით, დრონებით და რაკეტებით თავდასხმის შედეგად, ხარკოვში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია სახლები, საავადმყოფო, სკოლა და სასტუმრო. კიევის ოლქის ბუჩის რაიონში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია სამი ხუთსართულიანი სახლი და ოთხი მაღაზია. სუმის ოლქში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანებულია ადმინისტრაციული და არასაცხოვრებელი შენობები. ადმინისტრაციული შენობა და ორი მრავალსართულიანი სახლი დაზიანდა ქალაქ ზაპოროჟიეში.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში სარაკეტო დარტყმა იყო საწარმოზე. საოლქო ადმინისტრაციას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია. მსხვერპლი არ არის.
უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, რუსული რაკეტებით და დრონებით შეტევის შედეგად კიევსა და ჟიტომირში დაიჭრა რკინიგზის ორი თანამშრომელი. სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანებულია კიევის და ხარკოვის ოლქებში.
იმ მონაცემების მიხედვით, რომლებსაც სოციალური ქსელებით პერიოდულად აქვეყნებდა უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა, უკრაინის რეგიონებზე ჯერ კიდევ 23 აპრილის საღამოდან დაიწყო უპილოტო საფრენი აპარატებით დარტყმა, 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ კი მათ დაემატა ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით შეტევა.
სარაკეტო თავდასხმის გამო ში გამოცხადებული საჰაერო განგაში დილის რვის ნახევრისთვის შეწყდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ