კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა

კიევში 18 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
როგორც ს მერი ვიტალი კლიჩკო აღნიშნავს, 18 ივნისს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება.
ამასთან, უკრაინის დედაქალაქში აიკრძალება ნებისმიერი გასართობი ღონისძიების ჩატარება.
„18 ივნისი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაეშვება. ასევე რეკომენდებულია სახელმწიფო დროშების დაშვება სახელმწიფო და კერძო შენობებზე“, – აღნიშნა კლიჩკომ.
გასულ ღამეს რუსეთმა იერიში კიევში მდებარე მრავალსართულიან კორპუსზე მიიტანა. ს მასირებული იერიშის შედეგად, 14 ადამიანი დაიღუპა, 114 კი დაშავდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.