კიევში ჰაერის ხარისხი კვლავ გაუარესდა

25 თებერვლის დილით, კიევში ჰაერის დაბინძურების მაღალი დონე დაფიქსირდა. მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია, ოთახები არ გაანიავოს და გარეთ ყოფნის დრო შეზღუდოს.
ამ ინფორმაციას ს საქალაქო ადმინისტრაციის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის დეპარტამენტი ავრცელებს.
უკრაინის დედაქალაქში ჰაერის მდგომარეობის დროებითი გაუარესების მიზეზი მტვრის კონცენტრაციის მატება გახდა: სუსტი ქარისა და მაღალი ატმოსფერული წნევის გამო, მავნე ნივთიერებები არ იფანტება და არ იშლება.
IQAir-ის მონაცემებით, 25 თებერვლის 09:00 საათისთვის, ჰაერის ხარისხის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებული ქალაქების სიაში კიევი მე-13 ადგილზეა.
ჰაერის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოქალაქეებს ურჩევენ:
· დახურნ ფანჯრები;
· შეზღუდონ გარეთ ყოფნის დრო;
· დალიონ ბევრი წყალი;
· თუ აქვთ ჰაერის გამწმენდი მოწყობილობა, ჩართონ მაქსიმალურ სიმძლავრეზე.
წყარო: 1tv.ge