კიევში ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია, დაშავდა სამი ადამიანი

კიევში ჩამოგდებული რუსული დრონის ნამსხვრევებმა ხანძარი გამოიწვია, დაშავდა სამი ადამიანი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვიტალი კლიჩკოს ცნობით, პეჩერსკის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულები ნაწილობრივ განადგურდა. ექიმებმა დაშავებულთაგან ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ცნობისთვის, რუსული ძალები უკრაინას დრონებით გუშინ საღამოს შემდეგ უტევენ, რის გამოც დედაქალაქსა და ქვეყნის სხვა ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”