კიევში ჩავიდა შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი

დღეს დილით კიევში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვს შეხვდება.
ოსტინმა, რომელიც უკრაინაში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა, თანმხლებ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გააგრძელებს უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას თავისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად.
პენტაგონის მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 55 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
ლოიდ ოსტინი -ის დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში თავდაცვის მინისტრია 2021 წლის იანვრიდან. ამ პერიოდში ის უკრაინას უკვე მეოთხედ სტუმრობს.
2024 წლის 5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებია. ერთმანეთს დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი და რესპუბლიკელი ექსპრეზიდენტი დაუპირისპირდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

„ოპოზიციის ალიანსი“ – რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო განაჩენი გამოტანილია – ახლა ჩვენი ვალია, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ერთიანობით განაჩენი მოვიყვანოთ სისრულეში, ივანიშვილი მოვიშოროთ მშვიდობიანად და დავიბრუნოთ ქვეყანა

საბა ბრაჭველი: ასეთი სირცხვილი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს მთავრობისთვის პირველია. ერთადერთი, იმედს ვიტოვებ, ოცნების ჭკვიანები ამ ანგარიშის ავტორებს არ დააკავებენ ლეგიტიმურობაში ეჭვის შეტანის გამო