კიევში შეკრებილი ლიდერები ტრამპს ტელეფონით ესაუბრნენ ცეცხლის შეწყვეტის გეგმაზე

კრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა X-ზე გაავრცელა ინფორმაცია კიევში შეკრებილი ევროპელი ლიდერებისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ს სატელეფონო საუბრის შესახებ. სიბიჰას ცნობით, მათ უკრაინის პრეზიდენტთან ერთად ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის საკითხზე იმსჯელეს.
და მისი მოკავშირეები ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის მზად არიან, სულ მცირე 30 დღის განმავლობაში, რომლის დაწყებაც ორშაბათიდანვე შესაძლებელია“, – წერს ანდრეი სიბიგა.
მისივე თქმით, „თუ ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება და შეთანხმების ეფექტური მონიტორინგი უზრუნველყოფილი იქნება, მაშინ ამან შესაძლოა, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი მოამზადოს“.
სამშვიდობო შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებას უნდა უზრუნველყოფდეს – მაკრონი
ცეცხლის 30 დღით შეწყვეტის მოლაპარაკებების პასუხად რუსეთი ითხოვს ამ შემთხვევაში უკრაინისათვის შეიარაღების მიწოდებაც შეწყდეს; ამერიკის საელჩო უკრაინაში რუსეთის მხრიდან მოსალოდნელად მასშტაბურ თავდასხმებზე აფრთხილებს საკუთარ მოქალაქეებს, ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი როგორც უკრაინას, ისე რუსეთს ომის დასრულებისკენ მოუწოდებს.
წყარო: “რადიო თავისუფლება”