კიევში ყაზახეთის მთავრობისადმი კრიტიკულ ჟურნალისტს ესროლეს

კიევში, ყაზახ ჟურნალისტს აიდოს სადიკოვს ესროლეს.
56 წლის სადიკოვი მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კიევის საქალაქო პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია მკვლელობის მცდელობის ფაქტზე.
„წინასწარი ინფორმაციით, უცნობი პირი ცეცხლსასროლი იარაღით, მივარდა მანქანასთან, რომელშიც მსხვერპლი და მისი მეუღლე იმყოფებოდნენ და მამაკაცს ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის მცდელობა შევჩენკოვის რაიონში მოხდა, არც ისე შორს სახლიდან, სადაც წყვილი ცხოვრობს“, — ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აიდოს სადიკოვი და მისი ჟურნალისტი მეუღლე, ნატალია სადიკოვი 2014 წლიდან უკრაინაში ცხოვრობენ და ლტოლვილის სტატუსი აქვთ.
„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, სადიკოვი და მისი ცოლი მართავდნენ Youtube არხს Бәсе, სადაც აკრიტიკებდნენ ყაზახეთის ხელისუფლებას, ოლიგარქებს და 2022 წელს მხარს უჭერდნენ ყაზახეთში საპროტესტო აქციებს. სადიკოვის თქმით, სამშობლოში ექვემდებარებოდა სისხლისსამართლებრივს დევნას პოლიტიკური მიზეზების გამო. 2023 წლის შემოდგომაზე აიდოს და ნატალია სადიკოვები ყაზახეთის ხელისუფლებამ სიძულვილის წაქეზების ბრალდებით ძებნილთა სიაში შეიყვანა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ ძაბირაძე: სუს-ის განმარტება ნიშნავს, რომ ლევან დავითაშვილს მოუწევს ან საპროცესო შეთანხმება ან პატიმრობა, ის შეიძლება ერთ-ერთი იყოს გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ – „ოცნება“ ცდილობს, თავისი არასასიამოვნო წარსული „გაათეთროს“

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ