კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს

კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, დღეს დილით, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, ს გოლოსევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკს, ივან ვორონიჩს 5-ჯერ ესროლა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მიყენებული მრავლობითი დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.