კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ისმოდა აფეთქებების ხმა

კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ქალაქში აფეთქებებია. საჰაერო თავდაცვის ძალები მუშაობენ. თავშესაფრებში დარჩით“, – დაწერა ვიტალი კლიჩკომ „ტელეგრამის“ პირად არხზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღეს ღამით რუსეთში, ოლენეგორსკიდან „ტუ-95“-ის ტიპის ექვსი თვითმფრინავი აფრინდა. დაახლოებით 7:00 საათზე რუსული ფრთოსანი რაკეტების უკრაინის საჰაერო სივრცეში შესვლა დაფიქსირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?