4 ადამიანი დაიღუპა და 16 დაიჭრა კიევზე რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.
უკრაინის სამაშველო სამსახურები არ გამორიცხავენ, რომ დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს.
როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა მიხეილ შამანოვმა განაცხადა, სარაკეტო იერიში კიევზე სხვადასხვა მხრიდან განხორციელდა. აფეთქების შემდეგ 18-სართულიანი სახლის მე-10 – მე-15 სართულებზე ხანძარი გაჩნდა. „ნანგრევებში შეიძლება ადამიანები იმყოფებოდნენ“, – განაცხადა მან.
შეტევის შემდეგ კიევის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულება შეიცვალა.
საჰაერო შეტევა უკრაინის სხვა ქალაქებზეც განხორციელდა. კერძოდ, დნეპრის ოლქში ორი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
ასევე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კიევში მყოფმა ევროკომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა მთელი დილა ბუნკერში გაატარა.