კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, კიევში სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ადგილზე სამძებრო სამუშაოები ისევ გრძელდება.

ცნობისთვის, 29 დეკემბერს, ოკუპანტებმა დაბომბეს , ხარკოვი, ლვოვი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები.
1-ლი იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდა.