კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა

რუსებმა უკრაინის დედაქალაქ კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მასშტაბური შეტევის შედეგად ზიანი ს სულ მცირე ექვს რაიონში დაფიქსირდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა, მათგან 16 ექიმებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაზიანებულ ტერიტორიებზე ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.
რუსები წუხელ დასავლეთ უკრაინის ქალაქებს – ლუცკსა და ტერნოპოლსაც დაესხნენ თავს.