კიევში რაკეტის ნამსხვრევები მაღალსართულიან კორპუსს დაეცა – დაშავდა 6 ადამიანი

ს ობოლონის რაიონში, რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, ხანძარი გაჩნდა და 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კლიჩკომ განმარტა, რომ დაშავებულები არიან : 4 ქალი, 11 წლის ბავშვი და ერთი მამაკაცი.
ერთი მოხუცი ქალბატონი საავადმყოფოში მოათავსეს, დანარჩენებს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს.
ცნობისთვის, კვირას საღამოს კიევსა და ჩრდილოეთ ოლქებში საჰაერო თავდასხმის განგაში გამოცხადდა, დაფიქსირდა რაკეტების გაშვება და ს ოლქში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩომახაშვილი – მინდა, მივულოცო ირაკლი ყანდაშვილს, ადვოკატებს ვუსურვო დამოუკიდებლობა რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში – დემოკრატიის წესები ასეთია, უმრავლესობა იმარჯვებს