კიევში მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას

სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევზე ს ჯარების მასირებული კომბინირებული შეტევის შედეგად. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება.
ინფორმაცია 2 დაღუპულის შესახებ ტელეგრამით გაავრცელა ს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ტიმურ ტკაჩენკომ. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს თანახმად, დილის 8 საათისთვის ცნობილია, რომ 16 დაშავებულიდან 10-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
რუსეთის ჯარებმა კიევზე დრონებით და რაკეტებით შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყეს.
უკრაინის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ჯარებმა კიევზე იერიში რამდენჯერმე მიიტანეს. მათ შორის 4 ივლისს რაკეტებითა და დრონებით მასირებული კომბინირებული შეტევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გივი თარგამაძე – მთელი ეს პერიოდი რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული – წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან