კიევში მსხვერპლია რუსული რაკეტებითა და დრონებით შეტევის შედეგად

ს ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის, ნგრევისა და ხანძრების შესახებ იუწყება. კიევზე მასირებული შეტევა გასულ ღამით დაიწყო.
ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ტელეგრამ-არხზე 9 იანვარს, გამთენიისას გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის ექიმი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის სხვა წევრებთან ერთად დარნიცკის რაიონში რუსული დრონით დაზიანებული სახლის დაშავებული მობინადრეებისთვის დახმარების გასაწევად იმყოფებოდა, რა დროსაც ხელახალი დარტყმა განხორციელდა.
კლიჩკოს ცნობითვე, ადგილობრივი დროით 04:40 საათის მდგომარეობით დადასტურებულია, რომ ს კომბინირებული შეტევის შედეგად კიევში დაშავებულია 19 ადამიანი, მათ შორის 4 მედიკოსი.
ს მერის თანახმად, დარნიცკის, დესნიანსკის და დნეპრის რაიონებში დაზიანებულია რამდენიმე მრავალბინიანი სახლი, სავაჭრო ცენტრი და სანატორიუმი, გაჩნდა ხანძრები. პეჩერსკის რაიონში დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა 9-სართულიანი სახლის ფასადი და დაზიანდა მრავალსართულიანი არასაცხოვრებელი შენობა.
კიევში შეფერხებულია ელექტროენერგიითა და წყლით მომარაგება.
გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ლვოვზეც.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმა იყო კრიტიკული დანიშნულების ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი არ დაუსახელებიათ.
ფორუმი