კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში რუსეთის დროებითი რწმუნებული დაიბარეს

კიევში ევროკავშირის წარმომადგენლობის შენობის დაზიანების გამო, ბრიუსელში ს დროებითი რწმუნებული დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარ პრესსპიკერზე, ანიტა ჰიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ვადასტურებ, რომ ჩვენ რუსეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული დავიბარეთ. შეხვედრა დღეს გაიმართება“, – განაცხადა ანიტა ჰიპერმა.
მისი თქმით, „თავდასხმის სამიზნე არცერთი დიპლომატიური მისია არ უნდა გახდეს“.
ამასთან, Sky News-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს, მას შემდეგ, რაც რუსული ძალების მიერ ღამით განხორციელებული იერიშების შედეგად კიევში მდებარე ბრიტანეთის საბჭოს შენობა დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო გოცირიძე: არასამთავრობოების დაყადაღება ისეთი გამოკვეთილი ნაბიჯია საბჭოეთისკენ, აი, “უფასო” დიპლომი და ექიმი რომ ქრთამი ღირდა, საკვები რომ ტალონებზე იყო, მაგრამ პარტიული ბოსები ხიზილალას ჭამდნენ

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მგონია, რომ ზვიადი, ილია, კოსტავა ყველა ციხეში ზის დღეს ამ ბიჭების [სინდისის პატიმრების] სახით იმდენად გონიერები, გმირები არიან… გაუძელით, ჩვენ გავიმარჯვებთ… მზია ამაღლობელი კი, არის ამ მთავრობის შავი ლაქა

კიტ კელოგი – გასულ ღამეს რუსეთმა ომის განმავლობაში სიდიდით მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელა 600 დრონითა და 31 რაკეტით – ეს შემზარავი თავდასხმები საფრთხეს უქმნის მშვიდობას, რომლის მიღწევაც აშშ-ის პრეზიდენტს სურს