კიევში დღეს13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით 24 თებერვალს, კიევში 13 ქვეყნის ლიდერებს ელოდებიან. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ორშაბათს კიევში სამიტი გაიმართება, რომელშიც ევროპელი ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენ გვეყოლება 13 ლიდერი „ოფლაინში“ და 24 ლიდერი ონლაინ. ევროკავშირის ხელმძღვანელობა იქნება აქ, კიევში, ევროპარლამენტის ხელმძღვანელობა იქნება აქ, ბევრი დელეგაცია… ჩვენი პლატფორმა “ – სკანდინავია-ბალტიისპირეთი”, ჩრდილოეთ ევროპის ლიდერები აქ იქნებიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოხდება „მტკიცე გადაწყვეტილებების“ მიღება.
ზელენსკის ინფორმაციით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის სტრატეგიაზე, ასევე უსაფრთხოების გარანტიის ფორმატებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას