რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 10 იანვრის ღამეს უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით უკრაინის ტერიტორიას კიდევ ერთხელ შეუტიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, „შაჰედების“ თავდასხმის ქვეშ დედაქალაქი კიევი აღმოჩნდა, სადაც, ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები სოლომენსკის რაიონში მრავალსართულიან შენობას მოხვდა.
„წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. დაზიანებულია შენობის მინები და 6 ავტომობილი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ“, – განაცხადა ტკაჩენკომ.
