კიევში დიდი მსხვერპლია, რუსეთმა უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით მასირებული იერიში მიიტანა

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა და 63 დაშავდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. 24 აპრილს, შუაღამის შემდეგ ს ჯარებმა კიევზე იერიში მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
წინასწარი მონაცემები მსხვერპლის შესახებ დილის შვიდი საათისთვის გამოაქვეყნა უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა. მისი ინფორმაციით, 63 დაშავებულიდან ჰოსპიტალიზებულია 42, მათ შორის 6 ბავშვი.
მაშველები სახლების ნანგრევებში მოყოლილთა ძებნას განაგრძობენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძრები გაჩნდა ადმინისტრაციულ და არასაცხოვრებელ შენობებში. რუსეთის მასირებული შეტევის შედეგების ლიკვიდაცია ს ხუთ რაიონში მიმდინარეობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დრონებით და რაკეტებით შეუტიეს ქალაქ ხარკოვსაც. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ორი ადამიანი. დაზიანებულია კერძო და მრავალბინიანი სახლები.
აფეთქებები იყო დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქებში, დნეპრსა და პავლოგრადშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი