კიევში დააკავეს ჯაშუშობასა და „ნეპტუნზე“ ინფორმაციის მოპოვებაში ეჭვმიტანილი ჩინელები

კიევში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს ჩინეთის ორი მოქალაქე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, ეს პირები აგროვებდნენ საიდუმლო მასალებს უკრაინული რაკეტების, „ნეპტუნის“ წარმოების ტექნოლოგიის შესახებ.
უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეები, რომლებიც უკრაინიდან საიდუმლო დოკუმენტების გატანას ცდილობდნენ, კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა დააკავეს.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი არიან 24 წლის ჩინელი, რომელიც ს ერთ-ერთი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლის ყოფილი სტუდენტია და მისი მამა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობითვე, ყოფილ სტუდენტს უნდა მიეღო „ნეპტუნის“ წარმოების ტექნიკური დოკუმენტაცია, რისთვისაც სცადა უკრაინის თავდაცვის ძალების უახლესი იარაღის შემუშავებასთან კავშირის მქონე უკრაინის მოქალაქის გამოყენება, მამას კი მასალები უნდა გადაეცა ჩინეთის სპეცსამსახურებისთვის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, კონტრდაზვერვამ 24 წლის ჯაშუში საწყის ეტაპზევე გამოავლინა და საიდუმლო დოკუმენტების გადაცემისას ჯერ ის დააკავა, შემდეგ კი – მამამისი.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ჩინეთის მოქალაქეებს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
· უკრაინული წარმოების რაკეტა „ნეპტუნი“ საბრძოლო და სადესანტო გემების გასანადგურებლად გამოიყენება.
· 2022 წლის აპრილში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ რაკეტით ჩაძირეს ს შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი, სარაკეტო კრეისერი „მოსკვა“.
ფორუმი