კიევში დააკავეს ექიმები, რომლებიც სამხედრო აღრიცხვის ასაკის მოქალაქეებს ავადმყოფობის ყალბ ცნობებს აძლევდნენ

უკრაინის სამართალდამცველებმა დააკავეს ს ერთ-ერთი საავადმყოფოს სამი ექიმი, რომლებიც ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, სამხედრო სამსახურში გაწვევის ასაკის მოქალაქეებს “ინვალიდობას უფორმებდნენ“, რომ მათ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება და საზღვარგარეთ გამგზავრება შესძლებოდათ.
ამის შესახებ იტყობინება “უკრაინსკაია პრავდა” სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროზე (ГБР) და გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.
საგამოძიებო უწყების თანახმად, „დამნაშავეებმა გამოგონილი დიაგნოზის საფუძველზე ორგანიზება გაუწიეს სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მსურველთა ფიქციურ სტაციონარულ მკურნალობას”.

ამ ვითომ მკურნალობის შესახებ სამედიცინო დოკუმენტების საფუძველზე, მათ კლიენტებს ენიჭებოდათ ინვალიდობის სტატუსი, რაც მამაკაცებს საშუალებას აძლევდა, ყოველგვარი პრობლემის გარეშე გამგზავრებულიყვნენ საზღვარგარეთ. ეს მომსახურება ერთ ადამიანზე 10-15 ათასი დოლარი ღირდა.”
“უკრაინსკაია პრავდას” წყაროების ცნობით, საუბარია დედაქალაქის ხელისუფლების აღმასრულებელი ორგანოს კლინიკურ საავადმყოფო “ფსიქიატრიაზე”.
უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავება მოხდა უშუალოდ მას შემდეგ, რაც დაწესებულების ხელმძღვანელმა მიიღო ქრთამის ბოლო ნაწილი, 5 ათასი აშშ დოლარის ოდენობით, ინვალიდობის „გაფორმებისთვის“.