კიევში გლოვის დღეა

9 ივლისი გლოვის დღეა უკრაინის დედაქალაქ კიევში, სადაც 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ს მასირებული სარაკეტო შეტევის შედეგად.
8 ივლისს, რუსეთის სამხედრო ძალებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით მიიტანეს იერიში უკრაინის დედაქალაქ კიევსა და რამდენიმე რეგიონზე. ყველაზე დიდი მსხვერპლი კიევსა და დნეპროპეტროვსკის ოლქშია.
8 ივლისს ღამით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაიღუპა სულ მცირე 37 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. დაიჭრა 170.
რუსეთის სარაკეტო შეტევისას კიევში დაინგრა ბავშვთა საავადმყოფო „ოხმატდეტის“ ერთი კორპუსი. საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპნენ კლინიკის ექიმი და ერთ-ერთი პაციენტის ნათესავი. დაიჭრა 50-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 7 ბავშვი.
ნაწილობრივ დაინგრა კერძო სამედიცინო ცენტრი „ადონისიც“, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა – 2 პაციენტი და 5 თანამშრომელი.
ს სხვადასხვა რაიონში დაინგრა რამდენიმე სახლიც. დაღუპულია 10-ზე მეტი ადამიანი.
10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 60-ზე მეტი დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქში. ქალაქ კრივოი როგში სარაკეტო დარტყმა იყო მეტალურგიული კომპანია „მეტინვესტის“ სამრეწველო ობიექტებზე.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 8 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასირებული შეტევისთვის გამოიყენეს 38 ფრთოსანი, ბალისტიკური, აერობალისტიკური და მართვადი საავიაციო რაკეტა. საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ცნობით, თავდაცვის ძალებმა 30 რუსული რაკეტა ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კიევში სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის საავადმყოფოზე დარტყმა უარყო და განაცხადა, რომ ნგრევა გამოიწვია უკრაინის საჰაერო თავდაცის სისტემის რაკეტის ჩამოვარდნამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 8 ივლისს, მაღალი სიზუსტის იარაღით შეუტიეს უკრაინის სამხედრო მრეწველობის ობიექტებს და საავიაციო ბაზებს და ეს იყო პასუხი უკრაინის მცდელობებზე, რუსეთის ტერიტორიაზე დაარტყას ენერგეტიკის ობიექტებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ ცინიზმი უწოდა რუსეთის განცხადებას, რომ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს ნგრევა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საავადმყოფოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია რუსული ფრთოსანი რაკეტის(Х-101) ფრაგმენტები. მ სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულის მუხლით აღძრა.
სამოქალაქო ობიექტებზე რუსეთის სარაკეტო დარტყმების გამო უკრაინამ მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა. სხდომა 9 ივლისს გაიმართება.
ფორუმი