კიევში აშშ-ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდა

20 ნოემბერს კიევში -ს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ჩავიდა. ვიზიტის შესახებ მაღალჩინოსანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
I just arrived in Kyiv to meet with Ukrainian leaders.

I’m here today to deliver an important message – the United States will continue to stand with Ukraine in their fight for freedom against Russia’s aggression, both now and into the future. pic.twitter.com/1D96aeeACl— Secretary of Defense Lloyd J. Austin III (@SecDef) November 20, 2023
“ამ წუთას ჩამოვედი კიევში, რომ შევხვდე უკრაინელ ლიდერებს. დღეს მე აქ ვარ, რომ გადმოგცეთ მნიშვნელოვანი შეტყობინება – შეერთებული შტატები ს აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობენ, როგორც ახლა, ისე მომავალში”. – წერს ოსტინი.
ცოტა ხნით ადრე ოსტინს სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის თავდაცვის მინისტრთან რუსტემ უმეროვთან. მათ ორი ქვეყნის სამომავლო გეგმებზე ილაპარაკეს.
22 ნოემბერს რამშტაინის ფორმატში დაგეგმილია ვიდეოკონფერენცია, რომელშიც ორი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსნები მიიღებენ მონაწილეობას.