კიევში აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა

კიევში -ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.
დელეგაციას აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი (რესპუბლიკური პარტია, ოჰაიოს შტატი) ხელმძღვანელობს.
დელეგაციაში ასევე შედიან აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის, წევრები ფრენჩი ჰილი (რესპუბლიკური პარტია, არკანზასის შტატი), ჯეისონ კროუ (დემოკრატიული პარტია, კოლორადოს შტატი), ებიგეილ სპანბერგერი (დემოკრატიული პარტია, ვირჯინიის შტატი) და ზაკ ნანი (რესპუბლიკური პარტია, აიოვას შტატი).

ასევე დაგაინტერესებთ