კიევში ავტომობილის აფეთქება ტერორისტულ თავდასხმად შეფასდა

პროკურატურამ ინციდენტი ტერორისტულ აქტად შეაფასა.

კიევის ობოლონსკის რაიონში აფეთქება მოხდა მას შემდეგ, რაც ავტომობილის საბარგული გახსნეს.
„აფეთქების შედეგად, ნამსხვრევებით დაიჭრა სამხედრო მოსამსახურე. მისი თანმხლები ქალი უვნებელი დარჩა“, – განაცხადა პროკურატურამ.
დაზარალებულის ვინაობა ჯერ უცნობია.
კიევის პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო ტერორისტული აქტის მუხლით.