კიევში ადასტურებენ, რომ გერმანიაში მოკლული უკრაინელები სამხედროები იყვნენ

გერმანიის პოლიცია იძიებს უკრაინის ორი მოქალაქის მკვლელობას. ეჭვმიტანილი ს მოქალაქეა. კიევში დაადასტურეს, რომ მოკლული არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები.
დანაშაული 27 აპრილს მოხდა ბავარიის მხარის ქალაქ მურნაუში. 36 წლის უკრაინელი კაცი დანით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაჭრილი 23 წლის კაცი კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
თავდამსხმელი დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ის გერმანიის პოლიციამ მოგვიანებით დააკავა. 57 წლის ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქეა. ის თავდასხმის ადგილის მახლობლად ცხოვრობდა. პოლიცია ეჭვმიტანილის ვინაობას და დანაშაულის მოტივს ჯერჯერობით არ ასახელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 28 აპრილს, გვიან ღამით გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ მოკლული უკრაინელები სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ და გერმანიაში სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნით იმყოფებოდნენ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, მინისტრ ს გერმანიის სამართალდამცავებთან მუდმივი კონტაქტი აქვს, რათა დამნაშავემ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით აგოს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”