კიევში ადასტურებენ დრონებით შეტევას რუსეთში, ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე

დღეს, 7 ივლისს მ უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტია ს კრასნოდარის მხარეში მდებარე ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შესახებ რამდენიმე უკრაინული მედიასაშუალება წერს სამხედრო დაზვერვაზე დაყრდნობით.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანონიმურობის დაცვის პირობით, მედიას განუცხადა, რომ დარტყმა იყო ქარხნის ერთ-ერთ ტექნოლოგიურ საამქროზე. წყაროს თანახმად, ეს ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია.
დილით, რუსეთის სახელმწიფო მედია კრასნოდარის მხარის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერდა, რომ ილსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიზე დრონის ნამსხვრევები ჩამოცვივდა, თუმცა, ხანძარი და დაზიანებები არ გამოუწვევია და არავინ დაშავებულა.
ილსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2023 და 2024 წლებშიც.