კიევს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც NATO-ს წევრობასთან ახლოს უნდა იყოს – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები ძალიან ახლოს უნდა იყოს NATO-ს წევრობასთან, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.
„ჩვენ არ შეგვიძლია მოვთხოვოთ ს სერიოზულად განიხილოს ტერიტორიებთან დაკავშირებული დათმობები, თუ ის არ მიიღებს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსგან, რომ სულ მცირე დანარჩენ ტერიტორიას საფრთხე არ დაემუქრება“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ვადეფულმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გარანტიები საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს.
„შემდეგ ეს შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ, ევროპაში, საბოლოოდ ვიპოვოთ მშვიდობა“, – აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უნდა უზრუნველყონ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება არ უნდა გადაიქცეს „დიქტატორულ მშვიდობად“ უკრაინის საზიანოდ.
ipn.ge