კიევს სურს, რომ ეკონომიკური შეთანხმება აშშ-სგან მეტ ინვესტიციას ითვალისწინებდეს – Bloomberg

გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტ ს მიერ შეთავაზებულ შეთანხმებაში ცვლილებებს, მათ შორის, -ს მხრიდან მეტი ინვესტიციის დაპირებას, მოითხოვს.
გამოცემა წერს, რომ 28 მარტს უკრაინულმა მხარემ აშშ-ს წარმომადგენლებთან, მათ შორის იურისტებთან, ვიდეო შეხვედრა გამართეს, რომელშიც 60-გვერდიანი შეთანხმების შესახებ იმსჯელეს.
Bloomberg-ის თანახმად, უკრაინული მხარე ეჭვობს, რომ შეთანხმებამ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანების გეგმისთვის ძირის გამოთხრასთან ერთად უკრაინას აშშ-ს მიერ მიწოდებული სამხედრო და ფინანსური დახმარების ანაზღაურება დაავალდებულოს.
გამოცემის წყარომ თქვა, რომ ამერიკელებს უკრაინული მხარის მიერ გამოთქმული შეშფოთებებისთვის, განსაკუთრებით კი ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლასთან დაკავშირებით, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, რაც, მისი თქმით, მიუთითებს, რომ ვაშინგტონი შესაძლოა შეთანხმების ცვლილებების განხილვისადმი ღიაა.
როგორც Bloomberg წერს, მათ მიერ მოპოვებულ შეთავაზებაში წერია, რომ ვაშინგტონს უკრაინაში ინფრასტრუქტურასა და მინერალებში ყველა მსხვილ ინვესტიციაზე დროის ლიმიტის გარეშე კონტროლი ექნება.
გამოცემის მიხედვით, პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში აშშ-ს უკრაინის ეკონომიკის დიდ ნაწილში, მათ შორის, წიაღისეულში, ნავთობსა და გაზში, ასევე კრიტიკული მინერალების მოპოვებასა და პორტებში, გზებსა და რკინიგზებში ინვესტიციის შესახებ გადაწყვეტილებებზე]ეფექტურ კონტროლს მოიპოვებს.
გამოცემა წერს, რომ ხელშეკრულებით ვაშინგტონის მიერ კონტროლირებული სპეციალური რეკონსტრუქციის ინვესტირების ფონდის მიერ მიღებულ მოგებაზე აშშ-ს უპირატესი პრეტენზია ექნება.
Bloomberg-ის თანახმად, დოკუმენტში ასევე წერია, რომ აშშ ომის დაწყებიდან უკრაინისთვის მიწოდებულ “მატერიალურ და ფინანსურ სარგებელს” ამ სპეციალურ ფონდში შეტანილ კონტრიბუციად მოიაზრებს. გამოცემის წყარომ თქვა, რომ უკრაინელმა თანამდებობის პირებმა ვიდეო შეხვედრის დროს ამ ნაწილზე შეშფოთება გამოთქვეს.
გამოცემის წყარომ აღნიშნა, რომ უკრაინამ ბევრი უნდა იმუშაოს, სანამ შესწორებების შეთავაზებას საბოლოოდ წარადგენს.
მანამდე, 28 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა მ თქვა, რომ უკრაინა აშშ-სთან წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს, თუ ის საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
ზელენსკის თქმით, 28 მარტს უკრაინამ აშშ-სგან შეთანხმების ახალი ვერსია მიიღო.
“ახალ ვერსიაში ბევრი რამაა, რაც ადრე არ განხილულა. ასევე, არის საკითხები, რომლებიც ადრე მხარეებმა უარყვეს” – აღნიშნა ზელენსკიმ.