კიევს სამშვიდობო სამიტის ჩატარება რუსეთის მონაწილეობით ნოემბრამდე სურს – Bloomberg

კიევს სურს, ში მიმდინარე ომთან დაკავშირებული მშვიდობის მომდევნო, მეორე, სამიტი გაიმართოს -ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც ნოემბერშია დანიშნული. პირველი ასეთი ფორუმისგან განსხვავებით, რომელიც ივნისში ჩატარდა შვეიცარიაში, ღონისძიება ს წარმომადგენლების მონაწილეობასაც გაითვალისწინებს. ამის შესახებ Bloomberg-ი არაერთ უკრაინულ და დასავლურ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს თანამოსაუბრეთა თქმით, შიშობს, რომ ს პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, ვაშინგტონმა შეიძლება შეწყვიტოს ან სერიოზულად შეზღუდოს სამხედრო დახმარება უკრაინისთვის.
ამავე დროს, სააგენტოს დასავლური წყაროები აღნიშნავენ, რომ ასეთი შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება “მკაფიო მიზანი” და “შედეგის მკაფიო მოლოდინის” თანხლებით გაიმართება.

Bloomberg-ის ცნობის კომენტირებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ აპირებს მონაწილეობას უკრაინის თაობაზე გამართული მშვიდობის სამიტის მსგავს ღონისძიებებში.
რუსი დიპლომატის თქმით, ასეთი მოვლენის შინაარსის შესახებ “ყველაფერი ძალიან ნათელია”. იქ გახმიანდება ძველი რიტორიკა, რომელიც მიმართული იქნება “უკრაინის პრეზიდენტის ს აბსოლუტურად უპერსპექტივო და ულტიმატუმური ფორმულის გასატანად” და “იგნორირებული იქნება” კონფლიქტის მოგვარების “სხვა ინიციატივები”, – აღნიშნა გალუზინმა.

ამავე დროს, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი ღიაა დიალოგისთვის, მაგრამ “აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რა განიხილება.”
· მშვიდობის სამიტი 15-16 ივნისს გაიმართა შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში. რუსეთი შვეიცარიაში არ მიუწვევიათ.
· სამიტის ბოლო დღეს, კომუნიკეს ხელი მოაწერა ოთხმა ორგანიზაციამ და 80-მა ქვეყანამ, მათ შორის თურქეთმა, უნგრეთმა და სერბეთმა, რომლებიც რუსეთთან მჭიდრო კონტაქტებს ინარჩუნებენ.
· იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დეკლარაციას არ შეუერთდნენ, არიან სომხეთი, ინდოეთი, , ბრაზილია და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
· უკრაინის მიერ ინიციირებული „მშვიდობის სამიტის“ შემაჯამებელი კომუნიკედან ხელმოწერა სამმა ქვეყანამ რუანდამ, რაყმა და იორმ გაიწვიეს.
· ამასთან, ხელმომწერთა სიას 17 ივნისს დაემატა მსოფლიო საპატრიარქო.