კიევსა და ხარკოვზე მორიგი საჰაერო შეტევა იყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსული უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი თავდასხმის გამო 21 ოქტომბერს, შუაღამის შემდეგ გამოცხადებული საჰაერო განგაში.
ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ათამდე დრონი მოიგერიეს.
ადმინისტრაციის ცნობითვე, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა კიევის დნეპრის, გოლოსეევსკის და სოლომენსკის რაიონებში დააზიანა ორი მრავალბინიანი სახლი და ელექტროკაბელები. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ერთი ადამიანი.
სულ მცირე 12 ადამიანი დაშავდა უკრაინის ქალაქ ხარკოვში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, გასულ ღამით ს საოკუპაციო ძალებმა ხარკოვს ავიაბომბებით შეუტიეს. დანგრეულია ორი კერძო სახლი და დაზიანებულია ათამდე მრავალბინიანი კორპუსი.
20 ოქტომბერს, საღამოს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ კრივოი-როგზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის 12 წლის გოგო. დაზიანებულია ხუთი სახლი, სასტუმრო, ბანკის შენობა და ორი მაღაზია.
საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია კრივოი-როგზე სარაკეტო დარტყმის შესახებ იუწყებოდა 20 ოქტომბერს დილითაც. მისი ინფორმაციით, 17 ადამიანი დაშავდა და დაზიანდა შვიდი სახლი, სასტუმრო, ადმინისტრაციული შენობა და სასწავლო დაწესებულება.