კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებებია

ს სარაკეტო შეტევის გამო ში საჰაერო განგაში გრძელდება. ამოქმედებულია საჰაერო თავდაცვის სისტემა.
აფეთქებები იყო დედაქალაქ კიევში. მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, სვიატოშინსკის რაიონში ავტომობილები იწვის. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები მუშაობენ სოლომენსკის რაიონშიც. კლიჩკომ კიეველებს თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდა.
უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებებია ხარკოვის, დნეპროპეტროვსკისა და სუმის ოლქებშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა უკრაინის სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმისთვის ს კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან აფრინდნენ რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და Ту-22М3.