კიევსა და ოდესაზე რაკეტებით და დრონებით შეტევისას 55 ადამიანი დაშავდა

კიევის მერიის ინფორმაციით, 53-მდე გაიზარდა ს დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. მათ შორის 6 ბავშვია. მანამდე ცნობილი იყო, რომ დაშავდა 51 ადამიანი.
ს საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების მიერ მოგერიებული რაკეტების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაზიანებულია 10-მდე სახლი, საავადმყოფოს შენობა, წყლით მომარაგების სისტემის მილები და სხვა ინფრასტრუქტურა. დამწვარია 19 ავტომობილი. დესნიანსკის რაიონში, 9-სართულიან სახლში გაჩენილი ხანძრის გამო საჭირო გახდა მობინადრეთა ევაკუაცია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე იერიში მიიტანეს „ისკანდერის“ და С-400-ის ტიპის 10 ბალისტიკური რაკეტით. გენშტაბის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა გაანადგურეს
უკრაინის საჰაერო ძალებმა ადგილობრივი დროით 03:04 საათზე გამოაქვეყნეს გაფრთხილება მოსალოდნელი სარაკეტო შეტევის შესახებ. გამოცემა „უკრაინსკა პრავდის“ ინფორმაციით, მალევე კიევში გაისმა აფეთქებების ხმა და საჰაერო განგაშის სისტემა მხოლოდ შემდეგ ჩაირთო. ამას ადასტურებს კიევში ბრიტანული BBC-ს კორესპონდენტიც. ბოლო დღეებში კიევზე უკვე მესამე სარაკეტო იერიში განხორციელდა.
გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის სამხრეთზე, ძირითადად, ოდესის ოლქზე. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის 10-ვე დრონი გაანადგურეს.
ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა დააზიანა კომუნალური საწარმოს ტერიტორია და საპორტო ინფრასტრუქტურა. დაშავდა 2 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიას შევთავაზე, რადგან წარსულის კონფლიქტიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია ჩვენ არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი – შეიძლება ჩათვალა, რომ ეს იწვევდა მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას, რაც ასე არ არის