კიევმა და ვაშინგტონმა მემორანდუმით დაადასტურეს სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმების განზრახვა

უკრაინამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლითაც ადასტურებენ ორივე მხარისთვის მომგებიანი ეკონომიკური შეთანხმების გაფორმების განზრახვას. ამის შესახებ 17 აპრილს, ღამით განაცხადა უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ.
მომავალი შეთანხმება მოიცავს უკრაინის სასარგენლო წიაღისეულის ათვისებას.
უკრაინის ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ და -ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა განზრახვის მემორანდუმს ხელი ვიდეოკავშირის დროს მოაწერეს.
სვირიდენკოს თანახმად, მზადდება უკრაინის ინვესტიციების და აღდგენის ფონდის შექმნა. მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომი ეტაპებია შეთანხმების ოფიციალურად გაფორმება და რატიფიკაცია.
17 აპრილს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სთან შეთანხმება შესაძლოა, 24 აპრილს გაფორმდეს.
17 აპრილს გამართულ პრესკონგერენციაზე პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინა არ აპირებს თავის ვალებად აღიაროს დახმარება, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ გაუწია.
პრეზიდენტმა ტრამპმა პირველად 2025 წლის თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ სურს, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათ მიწათა ელემენტები.
რუსეთთან ომში მყოფმა უკრაინამ თავისი ბუნებრივი რესურსების სანაცვლოდ უსაფრთხოების მყარი გარანტიები მოითხოვა.
უკრაინას და აშშ-ს 28 თებერვალს, ვაშინგტონში პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ ხელი ეკონომიკური თანამშრომლობის, მათ შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმებისთვის.
თეთრ სახლში მოლაპარაკების დაწყების წინ, პრესისთვის საჯარო შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, ერთი მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის და, მეორე მხრივ, პრეზიდენტ ტრამპს და ვიცე-პრეზიდენტ ვენსს შორის. ამ კონფლიქტის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თეთრი სახლი დატოვა.
მარტში უკრაინის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ვაშინგტონმა კიევს შესთავაზა შეთანხმების ახალი ვარიანტი, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის რესურსებზე პრაქტიკულად სრულ კონტროლს და არ მოიცავს უსაფრთხოების გარანტიებს. წყაროთა თანახმად, უკრაინამ ეს ვარიანტი უარყო. მას შემდეგ მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ფორუმი