კიევი: უკრაინის ჯარებმა მოიგერიეს რუსეთის იერიში კუპიანსკზე

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ მოიგერია ხარკოვის ოლქში, ქალაქ კუპიანსკზე ს ჯარების შეტევა. კიევმა უარყო მოსკოვის მტკიცება, რომ ფეხი მოიკიდა სტრატეგიული მნიშვნელობის სატრანსპორტო კვანძში. ამასობაში, გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ჯარების იერიშებს ახალი მსხვერპლი მოჰყვა მშვიდობიან მოსახლეობაში.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 14 ნოემბრის განცხადებაში დაწერა, რომ მისმა ჯარებმა უკუაგდეს მოიერიშე ძალები და მათ მატერიალური სახისა და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენეს.
მოსკოვის მიერ დანიშნული საოლქო მმართველობის ხელმძღვანელმა ვიტალი განჩევმა ადრე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარებმა კუპიანსკის გარეუბნებში დაიკავეს პოზიციები და ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიემართებიან.
„დასახელებულ პუნქტ ილინკის დაკავებისა და კუპიანსკის გარეუბანში რუსეთის ჯარების სავარაუდო პლაცდარმის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება,“ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრის 14 ნოემბრის შეტყობინებაში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
„გენერალური შტაბი იტყობინება, რომ გუშინ უკრაინის ჯარისკაცებმა შეაჩერეს კუპიანსკში მოწინააღმდეგის გადაადგილება, გაანადგურეს მთელი მისი დაჯავშნილი ტექნიკა და ცოცხალი ძალის დიდი ნაწილი,“ ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – გარედან ვერავინ დაგვინიშნავს ხელისუფლებას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველო არის მათი კოლონია და ბრიუსელში ან სადღაც რა გადაწყვეტილებასაც თვითონ მიიღებენ, ისე უნდა იყოს – არ გამოვა, მეგობრებო, ასე!

პრემიერი – ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი წარმოებს ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ამბობენ, რომ კაცი კაცია და არ შეიძლება, ქალი ერთ წამში გადაეწეროს კაცად, როცა ევროკავშირის ლიდერები გვეუბნებიან, რომ ამ პარადოქსის არდაშვების გამო ქართველი ხალხი შეიძლება დაისაჯოს, გამაოგნებელია