კიევი: უკრაინის წინააღმდეგ მოსალოდნელი განსაკუთრებით მასირებული იერიშის შესახებ ცნობები “ფეიკია”

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (გურ) განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს მასირებულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევას „განსაკუთრებით მასირებული“ დარტყმის საფრთხის თაობაზე.
სამმართველოს თანახმად, რუსეთის ხელისუფლება სოცქსელებისა და მესინჯერების მეშვეობით ყალბ ინფორმაციას ავრცელებს ვითომ უკრაინის გურ-ის სახელით.
ამ ცნობებში ლაპარაკია უკრაინის ქალაქების წინააღმდეგ „განსაკუთრებით მასირებული“ სარაკეტო დარტყმებისა და დაბომბვის შესახებ, რაც თითქოს 20 ნოემბერს უნდა შედგეს.
ოთხშაბათს კიევში დროებით დაიხურა რამდენიმე ქვეყნის საელჩო. შეერთებული შტატების შემდეგ ამ ნაბიჯს მიმართეს ესპანეთის, იტალიისა და საბერძნეთის საელჩოებმა.
16-დან 17 ნოემბრის ღამეს რუსეთის ჯარებმა რამდენიმე თვის განმავლობაში პირველად დაიწყეს მასიური თავდასხმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამან გამოიწვია ელექტროენერგიის გათიშვა ქვეყნის ბევრ რეგიონში. ასევე, ბოლო დღეებში განხორციელდა რამდენიმე დარტყმა, რომლების დროსაც ში ათობით ადამიანი დაიღუპა ფრონტის ხაზიდან მოშორებით – სუმიში, ოდესაში, გლუხოვში.
რუსი სამხედრო ბლოგერები მაშინ წერდნენ, რომ შემდეგი საბრძოლო ოპერაციებისთვის სტრატეგიული ბომბდამშენების მომზადება ოთხშაბათს დასრულდება.
ახლახან ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას ნება დართო, რუსეთში მდებარე ობიექტებზე იერიშები განახორციელოს შორ მანძილზე მოქმედი რაკეტა ATACMS-ით. ამის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალურად არ განუცხადებია, მაგრამ არაერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, უცხო ქვეყნების წარმომადგენლებმა და თავად უკრაინამ განაცხადეს ასეთი ნებართვის შესახებ, ამ საკითხზე მედიაც წერდა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
გუშინ გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განკარგულება ბირთვული დოქტრინის შეცვლის შესახებ. განახლებული ტექსტი ფაქტობრივად საშუალებას აძლევს რუსეთს, გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით რაკეტებისა და თვითმფრინავების გაშვების საპასუხოდ.
ფორუმი