: რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა “მნიშვნელოვანი” საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა

უკრაინელი ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა ქვეყნის მნიშვნელოვანი – “სტაროკოსტიანტინივის” საჰაერო ბაზის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამას წინ უძღოდა კიევზე დრონებითა და რაკეტებით განხორციელებული საჰაერო იერიში.
საჰაერო ბაზა “სტაროკოსტიანტინივი” უკრაინის დასავლეთში, ხმელნიცკის რეგიონში მდებარეობს, ის ხშირად ხდება მოსკოვის სამიზნე. თუმცა, ამ იერიშამდე ერთი დღით ადრე ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყანა უკრაინას, უახლოეს თვეებში, მეტ F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს მიაწვდის.
, რომელმაც სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ორ წელიწადნახევრის შემდეგ პარტნიორებისგან ამერიკული წარმოების თვითმფრინავები გასულ ზაფხულს მიიღო, მათ ადგილმდებარეობას ასაიდუმლოებს. გამუდმებით ამბობს, რომ ამ თვითმფრინავებს შორი რადიუსის დარტყმებით გაანადგურებს.
უკრაინის საჰაერო ძალები, რომელიც ძალიან იშვიათად აღიარებს, რომ რომელიმე სამხედრო სამიზნეზე იერიშში წარმატებული იყო, არ ამბობს, გამოიწვია თუ არა კონკრეტული ან სერიოზული ზიანი ამ იერიშმა. თუმცა, საჰაერო ბაზაზე თავდასხმის თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მაინც უჩვეულო ნაბიჯი იყო. გუბერნატორი სერჰი სიურინი ამბობს, რომ კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა არ დაზიანებულა და თავდასხმას სამოქალაქო პირებში მსხვერპლი არ მოჰყოლია.
საჰაერო ძალების ცნობით, კიევის რეგიონში “კინჟალის” ტიპის ორი რაკეტა ჩამოაგდეს. ნამსხვრევები საცხოვრებელ უბანში ჩამოცვივდა, თუმცა ამას სერიოზული ზიანი არ გამოუწვევია.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ასევე 32 რუსული დრონი ჩამოაგდო. 37 კი სამხედრო რადარებიდან გაუჩინარდა, რაც ნიშნავს, რომ ისინი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გათიშეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ