კიევი: რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან 46000-ზე მეტი უკრაინელის მობილიზება მოახდინა

სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მონაცემებით, რუსეთმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 46 327 უკრაინელის იძულებით მობილიზება განახორციელა.
„დღევანდელი მონაცემებით დავადგინეთ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჩვენი 46 327 მოქალაქე იქნა იძულებით მობილიზებული. ეს არის რიცხვი, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ იბრძვის“, განაცხადა სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის მდივანმა, ბრიგადის გენერალმა დმიტრო უსოვმა მესამე საერთაშორისო კონფერენცია Crimea Global-ზე.
მისი თქმით, ს მიერ ანექსირებული დან 35 000-ზე მეტი ადამიანი იქნა მობილიზებული, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან – თითოეულდან 5 000-ზე მეტი, ზაპოროჟიეს ოლქიდან – 500-ზე მეტი და ხერსონის ოლქიდან – თითქმის 500.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – კომისიის შექმნაზე უარის თქმით „ოცნება“ ხელს აფარებს მთავარ დამნაშავეს, ივანიშვილს აფარებენ ხელს – პროცესს სპექტაკლი და კორდებალეტი უწოდეს, მაგრამ ეშინიათ, რადგან შეგვეძლო მივსულიყავით, რეზინის ტყვიების გამოყენებაზე ბრძანების გამცემთან