კიევი: რუსეთის არმია ოკუპირებულ არეალებში იყენებს მასკის “სტარლინკს”

უკრაინის თავდაცვის წარმომადგენლების განცხადებით, ს ძალები აღმოსავლეთ უკრაინის მათ მიერ ოკუპირებულ არეალებში იყენებენ ილონ მასკის სატელიტური საინტერნეტო სერვისის, “სტარლინკის” ტერმინალებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის უწყება 11 თებერვალს ტელეგრამით აქვეყნებს აუდიოჩანაწერს, რომელიც, მისი თქმით, ასახავს მიმოცვლას ორ რუს სამხედროს შორის, უწყების განცხადებით ეს წარმოადგენს ამ სერვისით “სისტემატური” სარგებლობის მტკიცებულებას.
SpaceX-ი, რომელიც “სტარლინკის” ტერმინალებს ამუშავებს, 8 თებერვალს პლატფორმაზე X წერდა, რომ ის “არანაირ ბიზნესს არ აწარმოებს რუსეთის მთავრობასთან ან მის არმიასთან”, და რომ სერვისი რუსეთში არ მუშაობს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტელეგრამით გავრცელებული აუდიოჩანაწერი ასახავს რუსეთის 83-ე საჰაერო შეტევის ბრიგადის სამხედროების ლაპარაკს და ისინი განიხილავენ აღმოსავლეთ ში ტერმინალების განთავსებას. დაზუსტებული არ არის სერვისის გამოყენების მასშტაბი, ან ტერმინალების მოპოვების გარემოებები.

ასევე დაგაინტერესებთ