კიევი პარტნიორებს მოუწოდებს გადასცენ სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ “ორეშნიკის” რაკეტების გადაჭერა

უკრაინის პარტნიორებმა ს შანტაჟს უნდა უპასუხონ ჩვენი ქვეყნისთვის ისეთი საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემით, რომლებსაც შეუძლიათ “ორეშნიკის” ტიპის საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელ X-ში წერს.
“რუსეთის მიერ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოყენება მისი ტიპური შანტაჟია. პუტინი ცდილობს დააშინოს ყველა, ვინც ს უჭერს მხარს”, – წერს სიბიგა. პასუხად უკრაინის პარტნიორებმა უნდა უკუაგდონ შანტაჟი და “გააძლიერონ მხარდაჭერა და გააძლიერონ უკრაინის საჰაერო ფარი ისეთი სისტემებით, რომლებსაც ასეთი რაკეტების გადაჭერა შეუძლიათ.”
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 ნოემბრის ვიდეომიმართვაში დაადასტურა, რომ რუსეთმა საშუალო სიშორის უახლესი ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ გაუშვა უკრაინის მიმართულებით.
„გამოცდამ წარმატებით ჩაიარა, რაკეტამ მიზანს მიაღწია. უკრაინის ტერიტორიაზე ქალაქ დნეპროპეტროვსკში განადგურდა ერთ-ერთი უმსხვილესი და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან ცნობილი სამრეწველო კომპლექსი, რომელიც დღესაც უშვებს სარაკეტო ტექნიკას და სხვა შეიარაღებას“, – თქვა 21 ნოემბრის მიმართვაში ვლადიმირ პუტინმა.

რუსეთის ეს ნაბიჯი, პუტინის თქმით, საჭირო გახდა რუსეთის მიმართ დასავლეთის პროვოცირებული რეგიონული კონფლიქტის გამო, რამაც „უკრაინაში გლობალური ხასიათის ელემენტები“ შეიძინა.
რუსეთის პრეზიდენტის თანახმად, უახლესი რუსული რაკეტები სამიზნისკენ წამში 2-3 კილომეტრის სიჩქარით მიფრინავენ და მტრის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს არ შეუძლიათ მათი ჩამოგდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა