, ზაპოროჟიე, ოდესა – რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა მიიტანეს

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. საჰაერო განგაში შუაღამით გამოცხადდა. 22 ოქტომბერს, გამთენიისას ცნობილი გახდა, რომ არის მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, დედაქალაქის დნეპრის რაიონში ერთი ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა მოიცვა მრავალბინიანი სახლის მერვე და მეცხრე სართულები. კიევის დარნიცკის რაიონში ხანძრები გაჩნდა მრავალბინიან სახლში და არასაცხოვრებელ შენობაში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ერთი ადამიანი დაიჭრა კიევის ოლქის ბროვარის რაიონში, სადაც ხანძარი გაუჩნდა კერძო სახლს.
რუსული დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიჭრა ქალაქ ზაპოროჟიეში. ამის შესახებ ტელეგრამით იუწყება ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი. ხანძარი გაჩნდა ერთ მრავალბინიან და რამდენიმე კერძო სახლში.
აფეთქებები იყო ოდესის ოლქის საპორტო ქალაქ იზმაილშიც. ქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?