კიევი დანიაში უკრაინულ სამხედრო წარმოებას იწყებს – დეტალები

უკრაინის სტრატეგიული ინდუსტრიების მინისტრმა, ჰერმან სმეტანინმა განაცხადა, რომ 4 ივლისს უკრაინამ და დანიამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის თავდაცვის კომპანიებს საშუალებას აძლევს, საწარმო ქარხნები დანიაში გახსნან.
“ეს უკრაინის თავდაცვითი ინდუსტრიისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის უნიკალური შემთხვევაა,” დაწერა სმეტანინმა Facebook-ზე მას შემდეგ, რაც მან კოპენჰაგენში დანიის ინდუსტრიის მინისტრთან, მორტენ ბოდსკოვთან ერთად შეთანხმებას ხელი მოაწერა.
სმეტანინის თქმით, წლების წინ დანია პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც უკრაინელი მწარმოებლების მიერ იარაღის წარმოება დააფინანსა, ხოლო ახლა ის პირველია, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინული შეიარაღების საწარმოო ხაზებს მასპინძლობს.
“დღეს ისპირველი ქვეყანაა, სადაც უკრაინა საკუთარი თავდაცვითი ტექნოლოგიების ექსპორტს დაიწყებს წარმოებისთვის, წარმოების გაფართოებისთვისა და უკრაინული არმიისთვის მიწოდებისთვის,” – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად

მიხეილ სააკაშვილი: თქვენ ამბობთ, რომ ბადრი პატარკაციშვილი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, შეგახსენებთ 2007 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას “ყველაფერს ვიღონებ, სააკაშვილის ფაშიზმის დასამხობად!” არის თუ არა ეს პოლიტიკური განცხადება?