კიევი აცხადებს, რომ რუსეთის საზღვარი კიდევ ერთ მონაკვეთზე გაარღვიეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა 95-ე ბრიგადიდან ს საზღვარი კიდევ ერთ მონაკვეთზე გაარღვიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის არმია ავრცელებს.
კურსკში შეჭრის შემდეგ, უკრაინის განცხადებით, ეს მეორე წარმატებული შეტევითი ოპერაციაა.
უკრაინელმა სამხედროებმა გაავრცელეს შეტევის ამსახველი ვიდეო, სადაც ჩანს საზღვრის გარღვევის ვიდეო, თუმცა ჯერჯერობით არ ხმაურდება, რომელ მონაკვეთზე მიმდინარეობს შეტევა.