კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში” ხედავენ

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, გამოკითხულთა 47% ქვეყნის მომავალს “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ ში” ხედავენ
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ს სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ექსპერტის თქმით, კვლევების მიხედვით მოსახლეობის პესიმისტური განწყობა უკრაინის აყვავებასთან დაკავშირებით იზრდება. „ტრამპის პუტინთან “ფლირტმა” და თებერვალში, ზელენსკისთან სკანდალმა საბოლოოდ შეარყია უკრაინელების ნდობა“- წერს დავით ქართველიშვილი და აღნიშნავს, რომ უკრაინელების პესიმისტური განწყობების მიზეზი ს მხრიდან დაპირებულის შეუსრულებლობაა. „მიმდინარე წლის მაისი-ივნისში “კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა” (КМИС) ჩაატარა კვლევები, რომლებმაც გამოავლინეს გამოკითხულთა 47%, რომლებიც ქვეყნის მომავალს ხედავენ “მოსახლეობისაგან მაქსიმალურად დაცლილ, დაქცეულ და დაშლილ უკრაინაში”.
ჯერ კიდევ 2024 წლის დეკემბერში მსგავსი სცენარის მხარდამჭერი – გამოკითხულთა 28%, ხოლო 2022 წლის ოქტომბერში – მხოლოდ 5% იყო. იმავე 2022 წლის გამოკითხვაში, რესპონდენტთა 88%-ს სჯეროდა უკრაინის აყვავების ევროკავშირის შემადგენლობაში, ხოლო 2025 წლის ივნისის გამოკითხვებში, მათი რიცხვი – 43%-მდე შემცირდა. სოციოლოგები უკრაინელების რიგებში პესიმიზმის ზრდას დონალდ ტრამპის მხრიდან მოლოდინების შეუსრულებლობას მიაწერენ, რომელიც -ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, მსოფლიოს ომის შეჩერებას დაჰპირდა. თუმცა, ტრამპის პუტინთან “ფლირტმა” და თებერვალში, ზელენსკისთან სკანდალმა საბოლოოდ შეარყია უკრაინელების ნდობა. განწყობის შემცირების მიუხედავად, უკრაინელების უმეტესობა კვლავ ეწინააღმდეგება ტერიტორიულ დათმობებს და თვლის, რომ უკრაინა ერთიანობისკენ მიიწევს. КМИС-ის მონაცემებით, ამ აზრს გამოკითხულთა დაახლოებით 60% იზიარებს. ჩვენ კი, ტრადიციულად, უკრაინელებს მშვიდობა ვუსურვოთ და საკუთარ მშვიდობას მივხედოთ,“- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას