ს რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას – პუტინი

ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თუ „არ ისურვებს საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას“, ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის.
პუტინის თქმით, ს რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას.
ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის სამხედრო ძალების სამეთაურო პუნქტში გააკეთა, სადაც მოისმინა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება.
კერძოდ, საუბარი იყო დონეცკის ოლქში ქალაქ მირნოგრადის (გერასიმოვმა მას დიმიტროვი უწოდა) და ზაპოროჟიეს ოლქში გულიაიპოლეს დაკავების შესახებ.
„თქვენი მოხსენებებისა და იმ ტემპების მიხედვით, რასაც საბრძოლო შეხების ხაზზე ვაკვირდებით, ჩვენი დაინტერესება, რომ უკრაინული სამხედრო ფორმირებები მათ მიერ ამჟამად დაკავებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობით გავიდნენ, ფაქტობრივად, ნულს უტოლდება“, – განაცხადა პუტინმა.
მანამდე, 27 დეკემბერს უკრაინის პრეზიდენტმა, მ დაასახელა უკრაინის „წითელი ხაზები“ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში.
მისი თქმით, ეს ეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ერთ-ერთ მთავარი საკითხი უსაფრთხოების გარანტიებია.
1tv.ge