კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია

კიევის პეჩერსკის რაიონში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევებმა მაღალსართულიან შენობაში ხანძარი გამოიწვია, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„პეჩერსკის რაიონში მდებარე მაღალსართულიანი შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს, სადაც მტრის უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა“, – განაცხადა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ.
რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმის გამო ხანძარი, ასევე, დაფიქსირდა უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის, ობოლონსკის და პოდოლსკის რაიონებში.
„სოლომენსკის რაიონში, საწარმოს ტერიტორიიდან ერთი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე ტერიტორიაზე, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, ხანძარი კერძო სამედიცინო დაწესებულებაში გაჩნდა. მიმდინარეობს ევაკუაცია“, – აღნიშნა კლიჩკომ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?