კიევის ოლქში მამამ 2 თვის შვილი მოკლა

კიევის ოლქში 18 წლის ახალგაზრდა მამამ 2 თვის შვილი მოკლა. მან ბავშვს თავში ჩაარტყა და ტრავმის შედეგად ის გარდაიცვალა. ინფორმაციას „უნიანი“ ავრცელებს.

ტრაგედიის დღეს ბავშვის დედა მაღაზიაში გავიდა და მამა ბავშვთან ერთად დარჩა. მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, როდესაც ქალი მაღაზიაში გავიდა, ბავშვმა ტირილი დაიწყო. ამ დროს მამამ ბავშვს თავში ჩაარტყა. სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ამასთანავე, ახლგაზრდა კაცი სამართალდამცველების შეცდომაში შეყვანას შეეცადა. მან თავიდან განაცხადა, რომ ბავშვი იმიტომ გარდაიცვალა, რომ ის დროზე ადრე კლინიკიდან გამოწერეს, სადაც პნევმონიისგან მკურნალობდა.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯეიმს მაკკლირი “ქართულ ოცნებას” – გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, ჟურნალისტები – ჩაატარეთ გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები და მიეცით საშუალება ქართველ ხალხს, საკუთარი გზა თავად აირჩიონ – ეს არ არის თქვენი გადასაწყვეტი