8 აგვისტოს რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს კიევის ოლქზე. შეტევა შუაღამის შედეგ დაიწყო.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბუჩის რაიონში დაშავდა სამი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 16 წლის გოგო. დაზიანებულია სახლები, ხანძრები გაჩნდა კერძო სექტორში.
დრონებით შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზეც. ქალაქის მერის, იჰორ ტერეხოვის ცნობით, ხარკოვის სალტოვის რაიონში ხანძარი გაჩნდა სამოქალაქო საწარმოში. მერი კონკრეტულ საწარმოს არ ასახელებს.
შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო ქალაქ ოდესაშიც. შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
ფორუმი
