კიევის ოლქის ხელმძღვანელი: ოლქზე დრონებით იერიში რვა საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა

კიევის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რუსლან კრავჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთის უპილოტო საფრენი აპარატების იერიშის შედეგად ოლქის ოთხ რაიონში დაზიანდა რვა კერძო სახლი, ბინა მრავალსართულიან სახლში, ასევე ორი ელექტროგადამცემი ხაზი.
მან სოცქსელებში დაწერა, რომ კიევის ოლქის წინააღმდეგ დრონებით შეტევა რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ხორციელდებოდა.
ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტრომომარაგების გარეშე დარჩა ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის 1900-მდე აბონენტი.
გარდა ამისა, დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა 82 წლის ქალი. ის საავადმყოფოში მოათავსეს.
კიევის ოლქში საჰაერო განგაში გაუქმდა, მაგრამ ის გაგრძელდა ცენტრალური და აღმოსავლეთ უკრაინის რამდენიმე რეგიონში. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, არის ბალისტიკური რაკეტებით იერიშის საფრთხე.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა, მოხსნან შეზღუდვა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იერიშებზე და უკრაინის ტერიტორიის თავზე საჰაერო სამიზნეების დაჭერა დაიწყონ. მისი თქმით, შემოდგომაზე მოსკოვმა გააძლიერა უკრაინის წინააღმდეგ დარტყმები.
ქვეყანაში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდანვე ითხოვს დასავლეთის ქვეყნებისგან, ჩაკეტონ უკრაინის საჰაერო სივრცე.
ასევე დიდი ხანია სთხოვს მოკავშირეებს შორსმსროლელ შეიარაღებას, რათა დარტყმები განახორციელოს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში. ოქტომბერში -ის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინას ასეთი დარტყმების განსახორციელებლად საკუთარი იარაღი მოეპოვება. კერძოდ, ლაპარაკია უპილოტო საფრენ აპარატებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ